საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

12:16, 03.10.2019

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე, ლევან მგალობლიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხი განიხილეს. კენჭისყრა სესიაზე, რეგლამენტის შესაბამისად დღეს უნდა გაიმართოს. დამტკიცების შემთხვევაში, მგალობლიშვილი იმ მანდატს დაიკავებს, რომელიც შოთა შალელაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. კანონმდებლობის შესაბამისად კი, მისი ადგილი საარჩევნო სიის მომდევნო კანდიდატმა უნდა დაიკავოს.

მსგავსი