საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილეს. კომიტეტმა მოამზადა დასკვნის პროექტი, რომელსაც კენჭი უყარეს და მიიღეს. დოკუმენტი ბიუროს გადაეცემა, შემდეგ კი სესიაზე გაიტანენ და ცნობად მიიღებენ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ ანრი ოხანაშვილმა განცხადება გაავრცელა. იმავე დღეს პრემიერ-მინისტრმა უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე დაასახელა. ანრი ოხანაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.