საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. პროექტი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტის თანახმად, ახლებურად დარეგულირდება ცალკეული ნორმები, მათ შორის არის ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო გამოცხადების და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის საკითხები.

კანონპროექტი პლენალურ სხდომაზე საბოლოო მოსმენით მომდევნო კვირაში გავა. ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევს ოპოზიციის ნაწილი, თუმცა, პროექტს მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილის მხარდაჭერა მაინც ექნება.