საპროცედურო კომიტეტის სხდომა

ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის გაუქმების წინადადებით გამოდის და საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.

დამოუკიდებელ დეპუტატს, შესაბამისი ბლანკები დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გადასცა. ბესელია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და ცვლილება უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც შეეხოს.

მმართველი გუნდი ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეს ინიციატივა აქტუალური არ არის.