საპროცედურო კომიტეტის სხდომა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს. დეპუტატებმა უკვე იმსჯელეს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხზე, რასაც ასევე მხარი დაუჭირეს. კვოტების ხელახალი განსაზღვრის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს.