საპრეზიდენტო კანდიდატი

იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატიც – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არ აკონკრეტებს საკუთარ გეგემებს, თუმცა უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას არჩევნებში მხარი შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭიროს.

კომენტარები მმართველი გუნდის დეპუტატებმა გააკეთეს. არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილს დადებითად ახასიათებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში ის ერთ-ერთი ძლიერი კანდიდატი იქნება. უმრვალესობის ლიდერის ინფომრაციით „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პარტია საკუთარ გადაწყვეტილებას ზაფხულის ბოლოს დაასახელებს.