საპრეზიდენტო კანდიდატები თურქეთში

თურქეთში საარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება.

ვადამდელ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატები ამომრჩევლებთან ბოლო შეხვედრებს მართავენ.

24 ივნისის შემდეგ, თურქეთს ქვეყნის ისტორიაში პირველად ეყოლება პრეზიდენტი, რომელიც უფლებამოსილებას საპრეზიდენტო სისტემის ფარგლებში შეასრულებს.

2017 წლის რეფერენდუმის გამო, პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად იქნება გაძლიერებული და ის მთავრობის ხელმძღვანელის ფუნქციებსაც შეითავსებს.