პრეზიდენტობის კანდიდატები პირველ არხზე - ბესარიონ თედიაშვილი; ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი

დღეიდან პირველი არხი „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში საეთერო დროს პრეზიდენტობის კანდიდატებს უთმობს. 25-ვე კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტს საშუალება ექნება 10 წუთის განმავლობაში ამომრჩევლებს საკუთარი ხედვა გააცნოს და კონკურენტებთან შედარებით საკუთარ უპორატესობაში დაარწმუნოს.

კანდიდატების რიგითობა უკვე განსაზღვრულია.

ჩვენი პირველი სტუმარი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი გურამ თედიაშვილია.

ცნობილი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის შვილი, საქართველოს ეროვნული გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი, 2004 წლიდან საქმიანობს კერძო სექტორში. მანამდე 2001-2003 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მრჩეველი, მუშაობდა სახელმწიფო კანცელარაში, ასევე იყო სახელმწიფო მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი.