საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში

პოლიტიკური შეფასებები არ წყდება საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. თანამდებობას ის 5 წლის ვადით დაიკავებს. კენჭისყრა პარლამენტში ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კოლეგიის წევრებმა ხმა მისცეს ერთადერთ კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან 224-მა წევრმა მხარი სწორედ ყაველაშვილს დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერდა.