საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამო, პოლიტიკურ წრეებში ვნებათაღელვა არ ცხრება.
თუ ორი წლის წინ საპარლამენტო არჩევნების დღის ნაადრევად გამოცხადება გახდა სადავო, ამჯერად პარტიები გიორგი მარგველაშვილს დაგვიანების გამო, აკრიტიკებენ. არაერთი მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს მეთაურს არჩევნების დღე ამ დრომდე არ გამოუცხადებია, რის გამოც, დასახელებული კანდიდატები საარჩევნო კამპანიას ვერ იწყებენ და, შესაბამისად, კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებითაც ვერ სარგებლობენ.
ოპოზიციის გარდა პრეზიდენტს „ქართული ოცნებიდანაც” საყვედურობენ და საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნებს ახსენებენ.
თარიღის საკითხი NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშშიც მოხვდა. ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოახლოებული არჩევნების დღეს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გამოაცხადებს.