რუმინეთში გამართული განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა, დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელმა და ხმაურიანი განცხადებებით ცნობილმა პოლიტიკოსმა გაიმარჯვა.
ჯორჯე სიმიონის გეგმაა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხელისუფლებაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი კალინ ჯორჯესკუსი მოიყვანოს, რომელმაც ნოემბერში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველასთვის მოულოდნელად გაიმარჯვა, თუმცა მოგვიანებით საკონსტიტუციო სასამართლომ რუსეთის ჩარევის არგუმენტით არჩევნების შედეგები გაუქმდა. მმართველი კოალიციის კანდიდატი დამარცხდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პარტიის წევრებს სამი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიციიდან გასვლა შესთავაზა და თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. 18 მაისს დაგეგმილ მეორე ტურში „რუმინელთა ერთობის ალიანსის“ ლიდერის, სიმიონის მეტოქე ბუქარესტის მოქმედი მერი ნიკუშორ დანი იქნება, რომელიც პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ულტრამემარჯვენე ლიდერს ორჯერ ჩამორჩება.