საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კენიაში უთანხმოების მთავარი თემაა - მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს ოპოზიცია არ აღიარებს

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები კენიაში უკვე 6 თვეა უთანხმოების მთავარი თემაა. მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს, ოპოზიცია არ აღიარებს. მოქმედმა პრეზიდენტმა ფიცი გასული წლის დეკემბერში დადო, თუმცა, კენიის ოპოზიციურმა ძალებმა თავიანთი ლიდერი, რაილა ოდინგა სიმბოლურ პრეზიდენტად გამოაცხადეს.

ქვეყნის დედაქალაქში პოლიცია და ოპოზიციის მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.