საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა.“

ანგარიშში ნათქვამია,რომ გასულ არჩევნებზე, უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობა კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩარჩოებს გასცდა და საარჩევნო პროცესების ხელშეწყობის ნაცვლად არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების არეალად გადაიქცა.

ორგანიზაციის მიერ წარდგენილ დოკუმენტში საუბარია ზეწოლა-მუქარის ფაქტების მზარდ ტენდენციაზე, განსაკუთრებით მეორე ტურის წინ. მათი რეკომენდაციით, აუცილებელია შეიქმნას პარლამენტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

ანგარიშს საპარლამენტო უმრავლესობა გამოეხმაურა.