საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

11 საათი რჩება საარჩევნო უბნების გახსნამდე.

ხვალ საქართველოს მოსახლეობა მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს და გამარჯვებისთვის ერთით მეტი ხმაც კი საკმარისია. დაბეჭდილია 3 528 658 ბიულეტენი – ცესკოს ბოლო მონაცემებით, სწორედ ამ რაოდენობით განისაზღვრა ამომრჩეველთა სია, რომელიც პირველ ტურთან შედარებით გაზრდილია.

მმართველი გუნდი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების პირობას დებს, სხვა პროგნოზი აქვს ოპოზიციას. ხმის მიცემის პროცესს 48 500 ადგილობრივი და 1 300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი და საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი დააკვირდებიან.

ეს იქნება ბოლო არჩევნები, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს მეთაურს პირდაპირი წესით აირჩევენ.