საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები

ევროკავშირმა, გაერო-ს განვითარების პროგრამამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები წარადგინეს.

კვლევა მოიცავს 37 სამაუწყებლო, ბეჭდურ და ონლაინ მედიასაშუალებას.

ავტორთა თქმით, ადგილი ჰქონდა კანდიდატთა ნეგატიურ გაშუქებას. ამასთან, ბოლო წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია ტელევიზიებში სიძულვილის ენის გამოყენება, თუმცა ის გაზრდილია ბეჭდურ მედიაში.

დოკუმენტის მიხედვით, კვლავ პრობლემაა ქართულ მედიაში მოვლენების სიღრმისეული გაშუქება.

ანგარიშში მითითებულია, რომ ტელეარხების უმეტესობაზე არ გამართულა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები, გამონაკლისი კი მხოლოდ პირველი არხი და აჭარის ტელევიზიაა.