საპრეზიდენტო არჩევნები

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები სავარაუდოდ 28 ოქტომბერს გაიმართება.

„მოამბის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმება თარიღთან დაკავშირებით პრაქტიკულად მიღწეულია. გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის თანამონაწილეობა სჭირდება, საკითხზე კონსულტაციები მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობს.

კონსტიტუციის გათვალისწინებით, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან კონსტრასიგნაციის საფუძველზე უნდა გამოაცხადოს.