შეფასებების თემაა პრეზიდენტის არჩევის საკითხი. 14 დეკემბერს პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. პროცესს არ აღიარებს არც სალომე ზურაბიშვილი. ის მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ახალ პრეზიდენტს აირჩევს, ამიტომაც მისივე თქმით ის დარჩება, როგორც პრეზიდენტი. ზურაბიშვილის მოსაზრებას იზიარებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ადა აცხადებენ, რომ ვერ ჩატარდება ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები მანამ, სანამ არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი. მმართველი გუნდი კი ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს.
„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.