საპრეზიდენტო არჩევნები რაგბის კავშირში 

30 იანვარს საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ჩატარდება. დელეგატები ორგანიზაციის პრეზიდენტს აირჩევენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ორგანიზაციის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი აბუსერიძე.

კანდიდატებმა წინასაარჩევნო პროგრამების წარდგენა დაიწყეს. ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩართვის მიზეზებზე საქართველოს პირველ არხთან საუბრობენ. კანდიდატები მიიჩნევენ რომ, ქართულ რაგბში დაგროვდა პრობლემები.

რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე ამჟამად ლონდონში იმყოფება და პრესკონფერენციის გამართვას საქართველოში დაბრუნების შემდეგ გეგმავს.