საპრეზიდენტო არჩევნები ხორვატიაში

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემა დაახლოებით სამი მილიონ 800 ათასს ხორვატს შეუძლია. არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ოპოზიციური სოციალისტ-დემოკრატების კანდიდატი ზორან მილანოვიჩი მეორე ვადით იყრის კენჭს. მისი მთავარი კონკურენტი დრაგან პრიმორაკი, ყოფილი მეცნიერების მინისტრია. Nova TV Daily News-ის მიერ გამოქვეყნებულმა უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ არჩევნებში 37,2%-ით მილანოვიჩი ლიდერობს, პრიმორაკს კი 20 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.