საპრეზიდენტო არჩევნები ხორვატიაში

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და 19 საათზე დაიხურება. წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში გახდება ცნობილი. არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 3 მილიონ 700 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს, პროცესს კი 14 ათას 620 დამკვირვებელი დააკვირდება. არჩევნების პირველი ტური 29 დეკემბერს გაიმართა. მოქმედ პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს ხელახალი არჩევისთვის 1% დააკლდა, მან ხმათა 49,2% მიიღო. მის კონკურენტს, დრაგან პრიმორაკს კი მხარი ამომრჩეველთა 19,4%-მა დაუჭირა.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ სწორედ ისინი იბრძვიან.