საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 93,35 პროცენტის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევი ხმების 92,1 პროცენტით ლიდერობს. ამომრჩეველთა სიაში 6 478 623 ადამიანი იყო რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით, 6 537 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. არჩევნებზე 90 000-ზე მეტი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული.