დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისის ოფიციალურად წარდგენის ოთხდღიანი ყრილობა დაიწყო. პირველი დღის ღონისძიების მთავარ მომენტად მოქმედი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა იქცა, სადაც ჯო ბაიდენმა საკუთარი მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობა და პრეზიდენტობის წლები შეაჯამა. იყო აქცენტები მიღწევებზე, გამოწვევებზე და შეცდომებზეც.
პრეზიდენტმა, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა ერთი თვის წინ მოხსნა, ჰარისს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და მისი კამპანიის მოხალისედ ყოფნის პირობაც დადო. ბაიდენის მიმართვის ადრესატები იყვნენ ის თანაგუნდელებიც, რომლებიც ტრაპთან წარუმატებელი დებატების შემდეგ, მას საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებდნენ. ყრილობამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.