საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

ამ წუთამდე უპასუხოდ რჩება შეკითხვა, ვინ დაიკავებს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს მომდევნო ოთხი წლით. ყველაფერი დამოკიდებულია ე.წ. ოთხ საბრძოლო შტატზე, სადაც ხმის დათვლის შედეგად მონაცემები მუდმივად იცვლება. პენსილვანიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ჯორჯიაში და ნევადაში ხმებს ამ წუთებშიც ითვლიან. დემოკრატ ბაიდენს გამარჯვებისთვის ერთი შტატის მხარდაჭერაც ჰყოფნის, ტრამპს კი ოთხივე შტატში სჭირდება მოგება. ხმის დათვლის პროცესის პარალელურად პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.

დატოვე კომენტარი