საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი – აშშ დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს.

ხვალ წინასწარი მონაცემები უკვე გვეცოდინება. კოვიდ-პანდემიის გამო ათეულობით მილიონმა ადამიანმა არჩევანი ფოსტის საშუალებით გააკეთა, თითქმის 100-მა მილიონმა მოქალაქემ კი ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა. სოციოლოგიურ გამოკითხვებში მცირედი სხვაობით ბაიდენი ლიდერობს. თუმცა მომდევნო ოთხი წლის ვადით ქვეყნის სათავეში იქნება ის, ვისაც ამომრჩეველთა 538-წევრიანი კოლეგიის მინიმუმ 270 ხმა ექნება. ახლა მთავარია ე.წ. გადაუწყვეტელი შტატები, რომლებმაც დიდწილად არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა განსაზღვროს.