ერთი დღე ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ხალხის ნაცვლად, 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი პოლიტიკურ კრიზისს უფრო გააღრმავებს.
პროცესს არ აღიარებს მოქმედი პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ახალი პრეზიდენტი არჩეული ვერ იქნება, შესაბამისად, ქვეყნის მთავარსარდლის პოსტზე ისევ თვითონ დარჩება. კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში. სალომე ზურაბიშვილის პოზიციას კი მორიგ სპეკულაციად აფასებენ.