საპრეზიდენტო არჩევნები

შეფასებების თემაა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები. 14 დეკემბერს პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 წევრისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. ოპოზიცია საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. პროცესს არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში ახალი პრეზიდენტი არჩეული ვერ იქნება, შესაბამისად, ქვეყნის მთავარსარდლის პოსტზე ისევ ის დარჩება. კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველ გუნდში, სადაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მორიგ სპეკულაციად აფასებენ. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.