საპრეზიდენტო არჩევნები 2024 - ოპოზიციის შეფასებები

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს არის დაგეგმილი. რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ახალი პრეზიდენტი 15 დღეში უნდა შეუდგეს. თუმცა, ახლა მთავარი კითხვაა, როგორ.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს. შექმნილი ვითარებიდან ყველაზე რეალურ გამოსავლად ოპოზიციას ახალი საპარლამენტო არჩევნები მიაჩნია. ხელისუფლების ოპონენტების აზრს იზიარებს თავად სალომე ზურაბიშვილიც. საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს კონსტიტუციას ახსენებს მმართველი გუნდი, რომელიც ზურაბიშვილის განცხადებებს, არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მწვავედ აკრიტიკებს.