საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. თანამდებობას ის ხუთი წლის ვადით დაიკავებს. კენჭისყრა პარლამენტში ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. კოლეგიის წევრებმა ხმა მისცეს ერთადერთ კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო წარდგენილი. სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან 224-მა წევრმა მხარი სწორედ ყაველაშვილს დაუჭირა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილს მხარს არ უჭერდა.
კენჭისყრის პარალელურად, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა საკანონმდებლო ორგანოსთან. მოქალაქეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება, ამის პარალელურად, თანამდებობის დატოვებას არ აპირებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ყაველაშვილს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ პრეზიდენტს უწოდებს.