საპრეზიდენტო არჩევნები 2018

საკუთარი არჩევანი დილიდან დააფიქსირეს პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებმაც.

შალვა ნათელაშვილი საბურთალოს 48-ე საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო. არჩევნებზე მეუღლესთან ერთად მივიდა დავით ბაქრაძე.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი ქუთაისში გააკეთა. საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა „შენების მოძრაობის“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

ვაკის ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ.