„საპოვნელას“ შემაჯამებელი ღონისძიება
თერჯოლის საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. კლუბის ხელმძღვანელობამ პატარა ფეხბურთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცა. ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს საპატიო სტუმრები, კლუბის მწვრთნელები და ის ადამიანები, ვინც თერჯოლაში ფეხბურთის განვითარებაში წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია რომ, „საპოვნელასა“ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა. ქალაქს ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება.