საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და ქუთაისში 

21:47, 19.06.2026

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 14 პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და ქუთაისში ჩაატარეს. დაილუქა ცხრა ობიექტი, რომლებიც გამოძიების ცნობით, უკანონო საქმიანობისთვის გამოიყენებოდა. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ობიექტების მფლობელები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სისტემატურად ასაქმებდნენ და ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში. დაკავებულებს შორის არიან  საქართველოს, ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი