საპოლიციო ღონისძიებები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ
შსს-მ კუსტარული ნარკოლაბორატორია, ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის განკუთვნილი სამი სათბური და უპრეცედენტო რაოდენობის – 28 კილოგრამამდე „მეთადონი“ აღმოაჩინა. თბილისსა და რეგიონებში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მორიგი საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფულადი თანხა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.