საპილოტე პროგრამა

15:29, 27.02.2019

ახალი სკოლის მოდელის საპილოტე პროექტში მონაწილე 50 სკოლის პედაგოგთა მხარდამჭერი ექსპერტების მომზადება დაიწყო.

ექსპერტები პირველი-მეოთხე კლასების პედაგოგებთან იმუშავებენ და დაეხმარებიან სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.  მხარდამჭერი ჯგუფების წევრების ტრენინგებს უძღვებიან საქართველოს განათლების სამინისტროს ექსპერტები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები.

ტრენინგების დასრულების შემდგომ, ეტაპობრივად, მხარდამჭერი ჯგუფები მუშაობას მათთვის შერჩეულ სკოლებში განაგრძობენ.

 

მსგავსი