საპილოტე პროექტის პრეზენტაცია

საქართველოში ელექტროსკუტერების გაზიარების პირველი სერვისი ამოქმედდა. ქართული სტარტაპის საპილოტე პროექტის პრეზენტაციას, დედაქალაქის მერი დაესწრო. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით, კომპანია „სქროლმა“ ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობით შეიმუშავა. ეკომეგობრული ელექტროსკუტერის გაზიარების სერვისი, თავდაპირველად, თბილისსა და ბათუმში იმოქმედებს. ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალების გაზიარების სერვისი, მსოფლიოს უკვე 120-ზე მეტ ქალაქშია ხელმისაწვდომი.