საპილოტე პროექტი „საარჩევნო მედიასკოლა“
საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედიასკოლა“ დასრულდა. საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და საარჩევნო საკითხების შესახებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება იყო. საგანმანათლებლო პროექტის წარმატებით დასრულებისათვის მონაწილეებს სერტიფიკატები ცესკო-ს თავმჯდომარემ და პრესსპიკერმა გადასცეს. „საარჩევნო მედიასკოლის“ სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნენ, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები და საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; მედიის როლი საარჩევნო პროცესში, საერთაშორისო პრაქტიკა, მედიის უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესის გაშუქებისას, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა; დეზინფორმაცია როგორც მსოფლიოს გამოწვევა და მასთან გამკლავების გზები.