საპილოტე პროექტი 150-ე საჯარო სკოლაში

მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებისთვის შექმნილ სწავლების ახალ მეთოდს განათლების მინისტრი გაეცნო. საპილოტე პროექტი 150-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. განათლების მინისტრის თქმით, შუალედური შედეგების მიხედვით, პროგრამა ეფექტურია და მოსწავლეებს პირველ რიგში ანალიტიკური აზროვნება განუვითარდათ. პროექტის მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული  საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს  საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. გაკვეთილებზე ინერგება ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება.

დატოვე კომენტარი