საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომა

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საბჭოს თავმჯდომარე ოლივიე რუსო გახდა, მისი მოადგილე კი ჟან-ფრედერიკ პოლსენი იქნება.

როგორც ჟურნალისტებს საბჭოს წევრებმა განუცხადეს, საპენსიო თანხების ინვესტირება საინვესტიციო დოკუმენტის შემუშავებისა და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის შემდეგ დაიწყება.

ამ დროისთვის საპენსიო დანაზოგების მთლიანი მოცულობა 270 მილიონ ლარს აღწევს.