საპენსიო სააგენტოს ანგარიში 

როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა – საპენსიო სააგენტომ ერთწლიანი საქმიანობის შედეგები წარმოადგინა.

ბოლო ერთი წლის მთავარ მიღწევად წლიური მოგების ზრდა სახელდება. 2019 წლიდან დაწყებული რეფორმის შედეგად, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში, ძირითადად ბანკებშია, დაბანდებული. შექმნილია სამი სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელი – ყველაზე დიდი მოთხოვნა კონსერვატიულ, ანუ დაბალრისკიან პორტფელზეა. მოქალაქეებს წლების განმავლობაში დაგროვილი დანაზოგებით სარგებლობის უფლება საპენსიო ასაკს მიღწევის შემდეგ შეეძლებათ.