საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი თბილისში

21:35, 18.12.2025

თბილისში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მომსახურების ცენტრის ახალი სივრცე გაიხსნა. ის პეტრე ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე მოეწყო. ახალ სივრცეში მოქალაქეები 50-მდე საპოლიციო მომსახურებას მიიღებენ. მათ შორის, შესაძლებელი იქნება ⁠ჯარიმების გადახდა, გასაჩივრება, ⁠112-ის საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის აღება, ⁠ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ცნობის მიღება, ⁠არაგაბარიტული/ზენორმატიული ტრანსპორტით გადაადგილების ნებართვის აღება და სხვა. სიახლე მიზნად ისახავს საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას და მომსახურების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

მსგავსი