საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

21:45, 31.07.2026

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 300-მდე ავტომანქანით განახლდა.

ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდა. მათ შორი არის როგორც მსუბუქი, ისე მაღალმთიანი რეგიონებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილები და ეკოლოგიურად ეფექტური ჰიბრიდული მოდელები. ახალმა ავტომობილებმა ხელი უნდა შეუწყოს საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

მსგავსი