საპატრიარქოში სუიციდთან ბრძოლის საკითხები განიხილეს

საქართველოს საპატრიარქოში სუიციდთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. შეხვედრას მეუფე შიო უძღვებოდა. დისკუსიაში მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ფსიქოლოგებმა მიიღეს.

მეუფე შიოს განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას ცენტრი, სადაც არსებული პრობლემის განხილვა მოხდება.

დატოვე კომენტარი