საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სინოდი – საპატრიარქოში სხდომა იწყება. დღის წესრიგი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, განხილული იქნება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის სკანდალური განცხადებები.

სინოდის სხდომას არ ესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და რამდენიმე მღვდელმთავარი, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან.  საპატრიარქოში უკვე მივიდნენ მეუფეები. გაკეთდა განცხადებებიც.