საპატრიარქოში პატრიარქის აღსაყდრების იუბილესადმი მიძღვნილი დემოგრაფიული ფორუმი გაიმართა

საპატრიარქოში პირველი დემოგრაფიული ფორუმი გაიმართა, რომელიც პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილეს მიეძღვნა. ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის შვედეთსა და ესპანეთში მცხოვრებ იმ ემიგრანტებს მიმართა, რომლებიც შეხვედრაში ვიდეომიმართვის მეშვეობით ჩაერთნენ და მათ საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ღონისძიებას პატრიარქთან ერთად დემოგრაფიული ფონდის დამფუძნებლები, დეპუტატები, უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.