დღეიდან, 40 დღის განმავლობაში, სიონის ტაძარში, პატრიარქის, ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები პანაშვიდს გადაიხდიან მგალობლების თანხლებით. ასეთია მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევა. ამ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს, სადაც ასევე წერია, რომ მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეეძლება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე. სიონში ყოველდღიურად აღესრულება ღვთისმსახურება. ამის გათვალისწინებით, სასულიერო პირების მიერ პანაშვიდი 11:00-დან 16:00-მდე და 18:00-დან 22:00 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება.