მომხდართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საპატრიარქო და უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს. განცხადებაში წერია:
სამწუხაროა, რომ მასმედიით მოხდა მონაზვნის იდენტიფიცირება, მისი სურათის გამოქვეყნება და ამ დანაშაულზე უხეში ფორმით საუბარი, ადგილი ჰქონდა ცინიზმსაც… რაც, თავის მხრივ, ამორალურობისა და დაუნდობლობის მაგალითია.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დიდი გულისტკივილის გამოხატვისა და ჩვენი მწუხარების გაზიარებისთვის. ვიმედოვნებთ, ობიექტური გამოძიების შედეგები მალე გახდება ცნობილი“, – ვკითხულობთ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.