საპატრიარქოს განცხადება

შობის სადღესასწაულო მსახურება სამებაში ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება და მას უწმინდესი სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. საპატრიარქოს განცხადებით, ალილოს ტრადიცია წელსაც გრძელდება, რა დროსაც გროვდება შემოწირულობა, რომელიც შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება, თუმცა პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, მსვლელობა ამჯერად არ მოეწყობა. სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.

დატოვე კომენტარი