საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ წესის აგება ნებადართული უნდა იყოს იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.

„მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი