საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად თავშეკავებულად იმოქმედონ ხალხთან მიმართებით და მოერიდონ მკვეთრ ძალისმიერ ფორმებს, ასევე მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ კეთილგონიერება და ნუ აჰყვებიან ემოციურ ფონს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო მიმართავს პარტიებს, განურჩევლად პოლიტიკური ორიენტაციისა, ჟურნალისტებს, დიპლომატიურ კორპუსს, მოსახლეობას, გააკეთონ ყველაფერი, რომ სიტუაციამ უმართავი სახე არ მიიღოს და ქვეყანა არ დადგეს საერთო დიდი საფრთხის წინაშე.