პეტრას ციხეზე „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, აჭარის მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. წელს საპატიო ქობულეთელის ტიტული, მუნიციპალიტეტის ხუთ გამორჩეულ მოქალაქეს გადაეცა. ზურაბ პატარაძემ ჯილდო პირადად გადასცა სპორტსმენ ირაკლი თურმანიძესა და ექიმ-კარდიოლოგ ბესიკ კაკალაძეს. მთავრობის თავმჯდომარემ ნომინანტებს, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.