საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია ზუგდიდში 

დადიანების სასახლის ისტორიული სახლ-მუზეუმის ეზოში საპატიო ზუგდიდელები დააჯილდოეს. დაჯილდოვდა სხვადასხვა სფეროს ათი წარმომადგენელი, რომელთაც ზუგდიდის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. საღამო კონცერტით დასრულდა. მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიის ბიგ-ბენდმა.